понедельник, 6 октября 2014 г.
четверг, 2 октября 2014 г.
მეცხრე დღის რეფლექსია
შევაჯამეთ ჩვენი ცოდნა ინტელის პროგრამის ფარგლებში, რეფლექსია გავაკეთეთ ჩვენს ბლოგზე, წარმოვადგინეთ პორტფოლიოები, შევაფასეთ. ავტვირთეთ შექმნილი მასალები ჩვენ მიერ შექმნილ ბლოგზე.
ამ პროგრამამ მომცა მეტი ცოდნა პროექტების შექმნისა და ტექნოლოგიებით სწავლების პროცესში, გავეცანი დეტალურად პროექტების შექმნის ნაბიჯებს. ინტელის პროგრამის რესურსი ძალიან დამეხმარება მომავალში სწავლის შედეგების და საკუთარი ნამუშევრის ეფექტურად გამოყენებაში. იგი მაძლევს საზოგადოების ჩართულობის მეტ შესაძლებლობას, რაც მოსწავლეების მიღწევების აღნიშვნის საუკეთესო საშუალებაა.
მერვე დღის რეფლექსია
გავიგეთ როგორ გამოვიყენოთ ტექნოლოგიები სწავლების პროცესში ეფექტურად, როგორ გავუწიო ფასილიტაცია კლასს მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლების პროცესში, განვიხილეთ კითხვების დასმის ტექნოლოგია, სასწავლო პროექტის განხორციელების ნაბიჯები, მოდიფიცირება გავუკეთეთ სასწავლო პროექტს, შევაფასეთ სასწავლო პროექტების პორტფოლიოები.შევქმენით ვებრესურსები, მასალები. გავაკეთეთ რეფლექსია მიღებულ ცოდნაზე.
მეშვიდე დღის რეფლექსია
შევისწავლეთ მეეავსე მოდულის საკითხები. გავუზიარეთ ერთმანეთს მოსწავლის სავარაუდო ნაშრომები,ყველა მოსწავლის საჭიროების გათვალისწინება; განვიხილეთ, როგორ ხდება თვითრეგულირების უნარის განვითარება მოსწავლეებში; გავეცანით დეფერენცირებული სწავლების მიდგომებს, ჩამოვტვირთეთ რუბრიკები მოსწავლეთა აზროვნების სკაფოლდინგზე,განსაკუთრებული ნიჭით დაჯილდოებულ მოსწავლეებზე და ა.შ.
მეექვსე დღის რეფლექსია
შევისწავლეთ სასწავლო პროექტების ნიმუშებისნშექმნა, ინტერნეტის უსაფრთხო გამოყენება, დავგეგმეთ მოსწავლის პროექტები, მისი განხორციელების გზები, გავაკეთეთ პრეზენტაციები, შევისწავლეთ პრეზენტაციის ატვირთვა ბლოგზე.
მეხუთე დღის რეფლექსია
მეხუთე დღეს შევისწავლეთ ვებური ტექნოლოგიები, კოლაბორაცია, დოკუმენტების გაზიარება, ვიკი სატზე მუშაობა, ონლაინგამოკითხვების მომზადება, ინტერნეტიდან ვიდეოფაილების ჩამოწერა, საავტორი უფლებების დაცვა, გავეცანით პრეზენტაციას.
пятница, 19 сентября 2014 г.
მეოთხე დღის რეფლექსია
ტრენინგზე დავეუფლე პროექტის პორტფოლიოს პრეზენტაციის მომზადებას,პრეზენტაციებისა და ვიდეოს ჩასმას ბლოგში, ვისწავლე ბლოგის დიზაინის შექმნა და რედაქტირება, ჩანართების გაკეთება,გაჯეტების გაკეთება, ინოვაციების დაუფლებამ გამოცდილება შემმატა და მომცა რწმენა იმისა ,რომ შევქმნი სრულყოფილ ელექტრონულ პორტფოლიოს.
воскресенье, 7 сентября 2014 г.
მესამე დღის რეფლექსია
ტრენინგის მესამე დღეს გავაგძელეთ მუშაობა ბროშურის შექმნაზე,შემდეგ გადავედით მეორე მოდულზე,მოვიძიეთ ესგ-დან საგნობრივი სტანდარტები,21-ე საუკუნის უნარ-ჩვევების ლექსიკა, ბლუმის ტაქსონომია და ყოველივე გაცნობილი მასალის გამოყენებით განვსაზღვრეთ პროექტის მიზნები
пятница, 5 сентября 2014 г.
ინტელის ტრენინგი ,,პროექტებით სწავლება"
პირველი და მეორე დღის რეფლექსია
ტრენინგის მსვლელობისას გავეცანი ინტელის ძირითად კურსს,კურსის მიზანსა და პროექტებით სწავლების დამატებით რესურსებს: 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევები, პროექტებით სწავლების ძირითადი აქტივობები, ასევე შევქმენით ელექტრონული პორტფოლიო,მასში განვათავსეთ საქაღალდეები, განვიხილეთ პორტფოლიოს ჩეკლისტსი და პროექტის გეგმის შაბლონი და მოცემული მასალა მოვათავსეთ პორტფოლიოს საქაღალდეებში.
გავეცანით პროექტის მახასიათებლების ჩეკლისტსა და ვიმუშავეთ ბროშურების დამზადებაზე.
Подписаться на:
Сообщения (Atom)